ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაზილია წყალდიდობებში დაღუპულებს გლოვობს


ბრაზილია წყალდიდობებში დაღუპულებს გლოვობს
ბრაზილია წყალდიდობებში დაღუპულებს გლოვობს

მაშველებს შორეულ რაიონებში დაღუპულების აღმოჩენა ძალიან უჭირთ.

ბრაზილიაში სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც წყალდიდობებმა და მეწყერებმა სულ ცოტა 610 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. წინასწარი ვარაუდით, წყალდიდობით გამოწვეულ სტიქიურ უბედურებაში უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ მაშველებს შორეულ რაიონებში დაღუპულების აღმოჩენა ძალიან უჭირთ.

წყალდიდობით დაზარალებულთა რიო დე ჟანეიროს შტატში შვიდდღიანი გლოვა ორშაბათს დაიწყება. უამინდობა მაშველების მუშაობას ართულებს. მათ სტიქიით დაზარალებული ზონიდან ხალხის გამოყვანა უჭირთ. უთვალავი დაღუპულის გვამი კვლავინდებურად ტალახსა და ნანგრევებშია ჩაფლული.

ბრაზილიელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ თუ მომდევნო რამდენიმე დღეში წვიმა წამოვა, ამას დამატებითი მეწყერის საშიშროება მოჰყვება.

წყალდიდობას გადარჩენილი ხალხი მთავრობისგან სათანადო სამაშველო სამუშაოების ჩატარებას ითხოვს. წყალდიდობით გამოწვეულ სტიქიურ უბედურებას ბრაზილიის ისტორიაში ერთერთ უარეს ბუნებრივ კატასტროფას უწოდებენ.

XS
SM
MD
LG