ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიაში ბერლუსკონის გადადგომას ელიან


იტალიაში ბერლუსკონის გადადგომას ელიან
იტალიაში ბერლუსკონის გადადგომას ელიან

თუკი დღეს ქვედა პალატა საბიუჯეტო რეფორმების კანონს დაამტკიცებს, რომელიც სენატში და პარლამენტის ზედა პალატაში უკვე მიიღეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გადადგება.

იტალიაში სილვიო ბერლუსკონის გადადგომას ელოდებიან. თუკი დღეს ქვედა პალატა საბიუჯეტო რეფორმების კანონს დაამტკიცებს, რომელიც სენატში და პარლამენტის ზედა პალატაში უკვე მიიღეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გადადგება.

ბატონი ბერლუსკონი ძალაუფლებაში 10 წლის წინ მოვიდა. 8 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, იტალიის ბიუჯეტის ახალი საკანონმდებლო პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში, შაბათს დაგეგმილ კაბინეტის შეხვედრაზე ის გადადგება.

მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში, პრეზიდენტი ნაპოლიტანო პრემიერის და გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს ევროკავშირის ყოფილ კომისარს, მარიო მონტის, შესთავაზებს. მონტი ანალიტიკოსების აზრით, კარგი ეკონომისტია და მას იტალიის ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დინამიკაზე დადებითი გავლენა ექნება.

XS
SM
MD
LG