ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მფრინავი ავტომობილი რეალობად იქცა


მფრინავი ავტომობილი რეალობად იქცა
მფრინავი ავტომობილი რეალობად იქცა

ჩვეულებრივ გზატკეცილზე მფრინავი ავტომობილი საათში 150კილომეტრს ავითარებს.

ფანტასტიკური ჟანრის ფილმებსა და მხატვრულ ნაწარმოებებში მფრინავ ავტომობილებს ძალზე ხშირად ვხვდებით.თუმცა უახლოეს მომავალში ეს საოცნებო სატრანსპორტო საშუალება შესაძლოა რეალობად იქცეს და საზოგადოებამაც ისევე ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვას,როგორიც მობილური ტელეფონი,კომპიუტერი ან აიპოდი გახლავთ.

სტივ სეინტი ამერიკელი ავიატორია და ვისკონსინის შტატში ცხოვრობს. მისი მამაც თავის დროზე სამხრეთ ამერიკაში ეკვადორის ავიაციაში მსახურობდა:

„ამაზონის ჯუნგლებში გავიზარდე.ეს ის ადგილია, სადაც გზები ფიზიკურად არ არსებობს და რომ გადარჩე, მხოლოდ უნდა იფრინო“

რამდენიმე წლის წინ სეინტმა დაარსა კომპანია,რომლის სახელწოდება „ადგილობრივი მოსახლეობის ტექნოლოგიისა და განათლების ცენტრი“ გახლავთ. კომპანიის მიზანია ემსახუროს ხალხს, ვინც შორეულ დასახლებებში ცხოვრობს და ტექნოლოგიურ საშუალებებთან ნაკლები კონტაქტი აქვს.

ზუსტად ამ მიზანმა გააბედინა სეინტს მფრინავი ავტომობილის შექმნაზე ფიქრი დაეწყო. ოცნება რეალობად სულ ახლახანს იქცა და სეინტის ნოვატორული გამოგონება- მფრინავი ავტომობილი სახელად "’მავერიკი“ უკვე ცაში დაფრინავს:

„ეს ჩვეულებრივი ავტომობილია,რომელსაც ასევე შეუძლია იფრინოს.მთავარი კი ის გახლავთ,რომ "მავერიკის" მართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია 2საათში ისწავლოს.“

მფრინავი ავტომობილი გზატკეცილზე საათში 150კილომეტრს ავითარებს. მაგრამ როცა ფრთებს გაშლის, პარაშუტივით იქცევა, ცაში აიჭრება და საათში 65 კილომეტრს ფარავს.

შესაძლოა ეს სიჩქარე არცთუ ისე მაღალია,მაგრამ სეინტის თქმით ,მფრინავი ავტომობილი „მავერიკის" შესაძლებლობები უახლოეს მომავალში აუცილებლად გაიზრდება.


„ჩემი აზრით, ამ ავტომობილზე ჰუმანიტარული, კერძო და მიზნობრივი თვალსაზრისით, საკმაოდ დიდი მოთხოვნილება იქნება.ამ მხრივ, შეერთებული შტატები საუკეთესო კომერციული ბაზარი გახლავთ“-ამბობს სეინტი.

ანა დიტრიხი საავიაციო კომპანიის ერთერთი ხელმძღვანელია. მისიაზრითაც, შეერთებული შტატები საუკეთესო ბაზარია იმისთვის,რომ მისი კომპანიის გამომოგონებაზე დიდი მოთხოვნილება შეიქმნას. დიტრიხის კომპანიის „ტერაფუგას“ მფრინავ ავტომობილს სახელად „თრენზიშენი“ ჰქვია.

„ჩვენ გვინდოდა დაგვემტკიცებინა,რომ შესაძლებელია შეიქმნას ავტომობილი,რომელიც ნებისმიერი ადამიანის სახლის ფარეხში იდგება და თან საჭიროების შემთხვევაში ცაში ფრენასაც შეძლებს“-აცხადებს დიტრიხი.

მფრინავ ავტომობილს "თრენზიშენს" ჯერჯერობით ექსპერიმენტის სახე აქვს და გამოსაცდელ პერიოდს გადის.

თუმცა, ვიდრე ამერიკელი ავიატორები ნოვატორულ გამოგონებებზე მუშაობენ, პროფესიონალი მფრინავები ამ საკითხს გულგრილად უყურებენ:

„ჩემი აზრით,მსგავსი აპარატები ვერც ავტომობილად ივარგებენ და ხარისხიანად ფრენასაც ვერ შეძლებენ“-აცხადებს პროფესიონალი მფრინავი.

თუმცა ანა დიტრიხი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და კაცობრიობის მომავალს მფრინავ ავტომობილებში ხედავს. მისი აზრით, ყველა ნოვაციას დროთა მანძილზე განვითარება და დახვეწა სჭირდება.

მანამდე კი „თრენზიშენის“ სახელწოდების მქონე ახალი მფრინავი ავტომობილი მომხმარებლის წინაშე 18 თვეში წარსდგება, მისი ფასი კი თავდაპირველად 200 ათასი დოლარი იქნება.

XS
SM
MD
LG