ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრაგედიის ადგილზე მაშველები შვეულფრენების და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების საშუალებით ცდილობენ ზვავში მოყოლილი ჯარისკაცების გადარჩენას.

პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, ინდოეთის საზღვართან ჰიმალაის მთებში მდებარე სამხედრო ბაზას უზარმაზარი ზვავი დაატყდა თავს, რომელმაც 100-ზე მეტი ჯარისკაცი დამარხა.

ზვავი სიაჩენის მყინვარის რაიონში ჩამოწვა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მაღალმთიანი რეგიონია, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. სიაჩენის მყინვარი ჩრდილოეთ ქაშმირში 6000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

ტრაგედიის ადგილზე მაშველები შვეულფრენების და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების საშუალებით ცდილობენ ზვავში მოყოლილი ჯარისკაცების გადარჩენას.

ინდოეთმა და პაკისტანმა 1947 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სამჯერ იომეს, აქედან ორი ომი სწორედ ქაშმირისთვის მიმდინარეობდა.

XS
SM
MD
LG