სომალის მთავრობის ცნობით, აფრიკაში შეერთებული შტატების დესპანი მოგადიშოში ჩავიდა და სომალის ხელისუფლებას შეხვდა. ეს 1990-იანი წლების შემდეგ სომალიში ამერიკელი მაღალჩინოსანის პირველი ვიზიტია.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აფრიკის საკითხებში ჯონი კარსონი დღეს სომალის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეერთებულმა შტატებმა 33 მილიონი დოლარი დააწესა სომალელი ისლამისტი ამბოხებული ჯგუფის ალ-შაბაბის ლიდერებზე ინფორმაციის მიწოდებისთვის. ვაშინგტონის განცხადებით, ალ-შაბაბის მეამბოხეები საფრთხეს უქმნიან აღმოსავლეთ აფრიკის რეგიონს და შეერთებული შტატების ინტერესებს.