ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მასობრივი არეულობა ვისკონსინში


მასობრივი პროტესტი პოლიცეიელის მიერ შავკანიანი მამაკაცის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრას მოჰყვა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს მამაკაცი, რომელიც ავტომანქანის წინ მიდის და მას სამი იარაღმომარჯვებული პოლიციელი მიყვება. იმ დროს, როდესაც მამაკაცი მანქანის კარს აღებს და ჩასაჯდომად იხრება, ერთი პოლიციელი მას ზურგის მხრიდან ხელს პერანგში ჩასჭიდებს და თავისი იარაღიდან ისვრის.

დაჭრილი 29 წლის მამაკაცის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, აცხადებს მისი ოჯახის წევრი, ექიმებზე დაყრდნობით.

მოძრაობის "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" აქტივისტები, ინციდენტში მონაწილე პოლიციელების დაკავებას ითხოვენ.

ქალაქ კენოშაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. ამის შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტი გამოსვლები ძალადობრივ მოქმედებებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა დაწვეს კომერციული და სამთავრობო შენოებები.

სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. გაჩენილმა ხანძარმა თითქმის სრულად გაანადგურა შავკანიანთა საკუთრებაში არსებული ბიზნესები, აცხადებს საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მონაწილე.

ინციდენტის ამსახველ ვიდეოში, შვიდი გასროლის ხმა ისმის, თუმცა გაურკვეველია რამდენმა პოლიციელმა გაისროლა, ან სროლას წინ რა უძღოდა.

კენოშას პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში, სროლამდე მომხდარი მოვლენების შესახებ დეტალები მოცემული არ არის და მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ მამაკაცი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. საქმეს შტატის იუსტიციის დეპარტამენტი გამოიძიებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG