ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომეხთა გენოციდიდან 102 წელი გავიდა


სომეხი აქტვისტები გერმანიის ბუნდესტაგს გენოციდის აღიარებისთვის მადლობას უხდიან.
2 ივნისი, 2016წ
სომეხი აქტვისტები გერმანიის ბუნდესტაგს გენოციდის აღიარებისთვის მადლობას უხდიან. 2 ივნისი, 2016წ

დაახლოებით მილიონნახევარი სომეხი დაიღუპა პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერიის დაშლისას. ბევრი ისტორიკოსის მიერ “სომხების გენოციდად” წოდებულ მოვლენას თურქთი დღემდე უარყოფს.

24 აპრილს სომხეთის მოქალაქეები და ეთნიკური სომხები ამ მოვლენის ასმეორე წლისთავს მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ.

“ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში სომხეთის ელჩი შეერთებულ შტატებში გრიგორ ჰოვჰანისიანი ამბობს, რომ თურქეთმა მომხდარზე მორალური პასუხისმგებლობა უნდა აღოს:

“ჩვენ არ ვადანაშაულებთ თანამედროვე თურქეთს იმისთვის, რაც 102 წლის წინ მოხდა. მაგრამ მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ქვეყნის მმართველობას, რომელიც თავს ოსმალთა იმპერიის მემკვიდრეს უწოდებს,” ამბობს ელჩი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG