ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთმა ბაქოს დაკავებული აზერბაიჯანელი გადასცა


სომხეთმა ბაქოს დაკავებული აზერბაიჯანელი გადასცა
სომხეთმა ბაქოს დაკავებული აზერბაიჯანელი გადასცა

სომხეთმა დაღუპული სომეხი პირის ნეშთის სანაცვლოდ ბაქოს აზერბაიჯანელი სამოქალაქო პირი გადასცა. გაცვლა რუსეთის მხარის შუამდგომლობით მოხდა, რომელიც მიზნად მეზობელ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის შემცირებას ისახავს მიზნად.

სომხეთის ხელისუფლებამ დღეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანელ ოფიციალურ პირებს ელდარ ტაგიევი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტაგიევი ერთ წელიწადზე მეტი ხნის წინ დააკავეს მაშინ როცა იგი სომხეთის საზღვრარზე გადასვლას ცდილობდა.

ტაგიევის სანაცვლოდ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სომხეთს სომეხი პატიმრის მანველ სარიბეკიანის გვამი გადასცა. სარიბეკიანმა გასულ თვეს აზერბაიჯანის ციხეში თავი მოიკლა.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სარიბეკიანი სექტემბერში დააკავა. მას საბოტაჟი ედებოდა ბრალად.

XS
SM
MD
LG