ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციის ულტიმატუმი 8 დეკემბერს იწურება


8 დეკემბერს, სამშაბათს, იწურება სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის ოპოზიციის მიერ წაყენებული ულყიმატუმი. ეს მოთხოვნა ქვეყბის ოპოზიციურმა ძალებმა 5 დეკემბერს გამოთქვეს.

პრემიერის გადადგომის მოთხოვნით ათობით ათასი ადამიანი ერევნის ცენტრში შეიკრიბა. მიტინგის შემდეგ, შეკრებილებმა მთავრობის სასახლისკენ მოაწყვეს მსვლელობა.

17 ოპოზიციურმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წამოაყენა ყოფილი პრემიერი ვაზგენ მანუკიანი. მანუკიანის თქმით, “ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ სამარცხვინო და დამანგრეველ მოვლენას ვაკვირდებით. საფრთხის წინაშე არა მხოლოდ ყარაბაღია, არამედ – სომხეთი და მისი მომავალი."

ოპოზიცია და დემონსტრანტები ფაშინიანის გადადგომას ყარაბაღის შეთანხმების გაფორმების გამო ითხოვენ. თუ პრემიერი ულტიმატუმს არ დაემორჩილება, ოპოზიცია უვადო გამოსვლებს გეგმავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG