ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარქისიანმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა


წინასწარი მონაცემებით, ახლანდელი პრეზიდენტი, სერჟ სარქისიანი 58.64 პროცენტით ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, სერჟ სარქისიანმა გაიმარჯვა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ სარქისიანმა ხმების დაახლოებით 59 პროცენტი მოიპოვა. მისმა მთავარმა კონკურენტმა, რაფიკ ოვანესიანმა კი - 37.
მადლობა გადაუხადა რა მხარდამჭერებს, პრეზიდენტი სარქისიანი მათ მეორე ვადის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას დაპირდა.

2 მილიონნახევარი ელექტორატიდან არჩევნებზე მხოლოდ 60 პროცენტი მივიდა. ანალიტიკოსების აზრით, ამომრჩეველთა პასიურობა იმით იყო განპირობებული, რომ სარქისიანს გამარჯვება პრაქტიკულად გარანტირებული ჰქონდა. საერთაშორისო დამკვირვებლები წინა საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, სიტუაციის გაუმჯობესებაზე საუბრობენ. თუმცა, ამასთან ერთად აღნიშნავენ, რომ კანდიდატებს შორის ნამდვილი კონკურენცია არ იყო. არჩევნების ოფიციალური შედეგები ორშაბათს გამოცხადდება.

სომხეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ჩვენი გადაცემის მსვლელობისას უფრო დაწვრილებით მოგითხრობთ.
XS
SM
MD
LG