ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის რევოლუციიდან 2 წლის შემდეგ


)

გაამართლა თუ არა არაბულმა გაზაფხულმა ეგვიპტელების მოლოდინი და იმედები?

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
რევოლუციამ მილიონობით ეგვიპტელს უკეთესი მომავლის იმედი ჩაუსახა და დემოკრატიული გარდაქმნების ენთუზიაზმით აანთო. თუმცა, ორი წლის შემდეგ ლიბერალები კვლავ ქუჩაში არიან და ისლამისტური მთავრობის გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ. ანალოგიური მდგომარეობაა არაბული გაზაფხულის სხვა დანარჩენ ქვეყნებშიც. ცვლილებების ეიფორია ლიბია და ტუნისშიც მწარე იმედგაცრუებამ შეცვალა.

„რევოლუცია ძალზე რომანტიული სიტყვაა“ - ამბობს სტეისი გუტკოვსკი, ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი ლონდონის კინგის კოლეჯში.

„ბერლინის კედლის დაცემასთან არაბულ გაზაფხულს საერთო არაფერი ჰქონდა გრუხუნის ხმის გარდა. მხოლოდ ხმაური კი, რა თქმა უნდა, რადიკალურ ცვლილებებს არ მოასწავებს“ - დასძენს ის.

ანალიტიკოსის აზრით, ხალხი იმედგაცრუებისთვის თავიდანვე განწირული იყო. იქაც კი, სადაც ხელისუფლების დამხობა მოხერხდა. ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში განვითარებულმა მოვლენებმა დანარჩენ სახელმწიფოებში სრულიად განსხვავებული ფორმა მიიღო. კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა სირიაში, სადაც კონფლიქტი უზომოდ გაჭიანურდა. არაბული გაზაფხულის ხელი საერთოდ გაუჩინარდა სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
„არაბულ გაზაფხულად მონათვლა და მხოლოდ ამ ერთ ტერმინში მოვლენების გაერთიანება უკვე არასწორად მიმაჩნია“ - შენიშნავს სტეისი გუტკოვსკი. მისი აზრით, სულ ცოტა 3 გაზაფხულთან გვაქვს საქმე.

სხვადასხვა ტიპის მთავრობის და ადგილობრივი კულტურული მრავალფეროვნების გათვალისწინებით, ეს არც არის გასაკვირი, ამბობს ლიბიაში და ირანში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი რიჩარდ დალტონი, რომელსაც ამერიკის ხმა „სკაიპით“ დაუკავშირდა.

არაბული გამოღვიძება რამდენიმე თაობის საქმე უნდა ყოფილიყო. ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ გარდაქმნების ხარისხი ქვეყნებს შორის ძალზე განსხვავდება. ფაქტი ერთია, არაბულ სამყაროში მოსახლეობა გულგრილი არსად დარჩენილა“ - აცხადებს ყოფილი ელჩი.

ცვლილებები არამარტო არათანაბარი სისწრაფით, არამედ ზოგან არასწორი მიმართულებითაც განვითარდა. ხალხს ავტოკრატიული რეჟიმის დროს მიჩქმალულ პრობლემებთანაც უწევს გამკლავება. მათ შორის ეკონომიკურ სიდუხჭირესთან, რაც ბევრისთვის არათუ გამოკეთდა, გაუარესდა კიდეც. იგივე ხდება ქალების და სხვა უმცირესობების უფლებათა დაცვის საკითხში. რეგიონის ზოგიერთი ახალი ლიდერი დასავლეთს და ისრაელს უფრო მეტად აკრიტიკებს და ლიბერალ აქტივისტთა იმედების საპირისპიროდ, დემოკრატიულ ღირებულებებს კიდევ უფრო სცილდება.

ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში, ქვეყნებს საკუთარი ინტერესები გააჩნიათ. მთავრობას და არაბულ მოსახლეობას შორის ინტერესთა თანხვედრის შანსი კი ჯერჯერობით ძალზე მცირეა“ - აღნიშნავს რიჩარდ დალტონი.

არაბული გაზაფხულის ორი წლისთავზე მთავრობის კულუარებში, თუ ქუჩებში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ სხვადასხვა მხარეს განვითარებული პროცესების დასრულებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
XS
SM
MD
LG