ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოძიება აიფონ 5-ში შეაღწევს


ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ იპოვა აიფონ 5სი-ში შეღწევის მეთოდი, თუმცა ამ მეთოდის აღწერისგან თავს იკავებს.

ამით სრულდება სამართლებრივი დავა ამერიკის მთავრობას და კომპანია ეფლს შორის. მთავრობა ეფლისგან გასულ წელს, სან ბერნარდინოში მომხდარი სროლების მონაწილის ტელეფონის მონაცემებზე წვდომას ითხოვდა.

კალიფორნიელი კონგრესმენი დარელ ისსა, რომელიც ძლიერი დაშიფვრის მოხრეა, აცხადებს, რომ ჯობდა საქმე ისე დასრულებულიყო, სასამართლოს მთავრობისთვის მოქალაქეების მონაცემებზე ფართო წვდომის უფლება არ მიეცა.

ჩნდება ვარაუდი, რომ ახლადაღმოჩენილ მეთოდს მთავრობა მომავალშიც გამოიყენებს, იმ შემთხვევაში როცა ეფლი გამოძიებას პირად ინფორმაციაზე წვდომას არ მისცემს. ეფლის ცნობით სან ბერნარდინოს შემთხვევის გარდა, მთავრობა ინფორმაციაზე წვდომას სულ მცირე 15 შემთხვევაში ითხოვს.

XS
SM
MD
LG