ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზია-წყნარი ოკეანის სამიტის მოლოდინში


აზია-წყნარი ოკეანის სამიტის მოლოდინში
აზია-წყნარი ოკეანის სამიტის მოლოდინში

დღეს მონტანას შტატში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის სავაჭრო სფეროს ოფიციალური პირების შეხვედრა იმართება. მათი დიალოგის მთავარი თემა რეგიონის ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერების გზები იქნება. შეხვედრა ორ დღეს გაგრძელდება და ამის მიზანი ნოემბერში დაგეგმილი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაა. ფორუმი ჰავაის კუნძულზე გაიმართება და მას პირადად პრეზიდენტი ბარაკ ობამა უმასპინძლებს. შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ელიან, რომ ეს ორდღიანი შეხვედრები ერთგვარი წინასწარი მოლაპარაკებები იქნება დაგეგმილი სამიტის წინ, სადაც თავისუფალი სავაჭრო პაქტის დადების საკითხი უნდა განიხილონ. აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ექსპერტი ფრედ ბერგსტენი ამბობს, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის დიდია ეკონომიკური დონის განსხვავებები.

„ეს არის მოლაპარაკებები დიდ შემოსავლიან და მცირე შემოსავლიან ქვეყნებს შორის. მაგალითად ამ ფორუმში ჩვენ გვყავს შეერთებული შტატები და გვყავს ვიეტნამი. ეს ძალიან მკვეთრი უთანხმოებაა ეკონომიკური განვითარებს დონეებს შორის, რაც სისტემის დამახინჯებას იწვევს.“


XS
SM
MD
LG