ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორუფციასთან ბრძოლა - მთავარი პრიორიტეტი


სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის თქმით „ჩვენი ძირითადი ინტერესებია: სიღარიბის შემცირება მთელ მსოფლიოში, გაზრდილი უსაფრთხოება, კეთილდღეობა და მშვიდობა. კარგად ვიცით, რომ კორუფცია და გამჭვირვალეობის ნაკლებობა კიბოსავით სპობს და ანადგურებს ჯანმრთელ უჯრედებს, ადამიანებს კი საკუთარი მთავრობის ნდობას უკლავს. კორუფცია მეწარმეობას აკაბალებს და აუცილებელი სამსახურების სუბსიდირებას ზღუდავს“.

ამერიკული ბიზნესები ნაკლებად არიან დაინტერესებული ინვესტიცია ისეთ ქვეყნებში გააკეთონ, სადაც კორუმპირებული საჯარო მოხელეები საკუთარ პოზიციებს თვითგამდიდრებისთვის იყენებენ. და როცა მრავალეროვანი კომპანიები ამ დინამიკას ბიზნესის გაზრდისთვის იყენებენ, ეს ხალხში არაეთიკური თამაშის წესების გამო ბიზნესების, მათ შორის ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ მიმართულ განწყობებს აძლიერებს.

მზარდი საერთაშორისო გამჭვირვალეობის აუცილებლობის რეკლამირებისათვის და მაქსიმალური ხელშეწყობისთვის ამერიკამ და ბრაზილიამ ორგანიზაცია „ღია სამთავრობო თანამშრომლობა“ დააარსეს. ეს ქსელი მსოფლიო ლიდერებს და რიგით მოქალაქეებს მეტი გამჭვირვალეობის და ანგარიშვალდებულების მისაღწევად მოქმედი სამსახურების წარმატებაში შეუწყობს ხელს. 53 ქვეყანა და ათობით სამოქალაქო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას 17-18 აპრილს დაგეგმილ პირველ უმაღლესი დონის სამიტში.

საერთაშორისო თანამშრომლობა კორუფციის დამარცხებისთვის ბრძოლაში სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობს. მთავარი მიზანი გაეროს კორუფციის საწინააღმდეგო კონვენციის გავრცელება და დანერგვაა. ეს არის ყოვლისმომცველი და ამომწურავი დოკუმენტი, რომელიც კორუფციასთან საბრძოლველად გლობალურად მისაღებ ვალდებულებებს მოიცავს. კონვენციას 150 ქვეყანა აწერს ხელს და ის ქვეყნების მიერ ერთმანეთის შეფასებაში მონაწილეობასაც ითვალისწინებს.

ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციაში რუსეთი და კოლუმბია ანტიკორუფციული კონვენციის სრული წევრობის გზაზე დგანან. შეერთებული შტატები ჩინეთს, ინდოეთს, ინდონეზიას და საუდის არაებეთსაც მოუწოდებს ხელი მოაწეროს აღნიშნულ კონვენციას. მსოფლიოში მექრთამეობასთან ბრძოლის საქმეში კიდევ ერთი ეფექტური მექანიზმი მუშაობს, სახელწოდებით „დუვილის პარტნიორობა“, რომელიც არაბულ ქვეყნებს ანტიკორუფციული მეთოდიკის შემუშავებაში და მეტი გამჭვირვალეობის მიღწევაში ეხმარება.

თანამედროვე ტექნოლოგია კორუფციის შეზღუდვის საკმაოდ მარტივ და ეფექტურ ახალ-ახალ მეთოდებს გვთავაზობს. მაგალითად, ავღანეთში პოლიციას ნაღდი ფულის მაგიერ მობილური ტელეფონებით უხდიან ხელფასს, რამაც ქრთამის აღებ-მიცემობის პროცესი შეზღუდა.

კორუფცია ადამიანის ბუნების ნაწილია. თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მის შეზღუდვაში დღეს უფრო მეტი პროგრესი აღინიშნება, ვიდრე როდესმე. კორუფციასთან ბრძოლის წარმატებაში ერთ-ერთი წამყვანი როლის შესრულება საერთაშორისო თანამშრომლობას, სამოქალაქო ორგანიზაციების მჭიდრო პარტნიორობას და თანამედროვე ტექნოლოგიების მარჯვე გამოყენებას ძალუძს.

XS
SM
MD
LG