ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანკარა ევროპარლამენტის მოწოდებებს გმობს


ანკარა ევროპარლამენტის მოწოდებებით უკმაყოფილოა. ქვეყნის ხელისუფლება მრისხანებით შეხვდა ევროპარლამენტის მოწოდებას დაასრულოს ოპერაციები სირიის აფრინის ანკლავში ქურთი სამხედროების წინააღმდეგ.

ევროპარლამენტის განცხადებაში გამოთქმული იყო შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ასობით ათასი სამოქალაქო პირი თურქი სამხედროებისგან ალყაშემორტყმულ ქალაქ აფრინში უკვე თითქმის 2 თვეა იმყოფება.

თუმცა განცხადებების მიღმა, ცოტა რამ კეთდება ორმხრივი ურთიერობების აღდგენისა და გაუმჯობესებისთვის.

პრეზიდენტის სასახლეში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სიტყვით გამოვიდა და ევროპარლამენტის მოწოდებები დაგმო.

"იმედი და დიდი მოლოდინი ნუ გექნებათ. ჩვენ აფრინს მხოლოდ მას შემდეგ დავტოვებთ, რაც იქ ჩვენს საქმეს დავასრულებთ. თქვენ რას აკეთებთ? პატიოსნად უნდა თქვათ. ევროპარლამენტს ჩვენთვის ამის შესახებ არაფრის თქმა არ შეუძლია. თქვენს განცხადებას ჩვენ ერთ ყურში შევუშვებთ და მეორეში გამოვუშვებთ. რამდენად გაინაწილეთ თქვენ ჩვენი ტვირთი, როდესაც 3.5 მილიონი სირიელი ლტოლვილი მივიღეთ?" - განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

სირიაში ადამიანის უფლებათა მდგოამრეობაზე დამკვირვებელთა ჯგუფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარასკევს ღუაღამის შემდეგ თურქეთის სამხედრო ძალების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად 18 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვი. თუმცა თურქეთი მტკიცედ უარყოფს იმას, რომ სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ თუნდაც ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა მიუხედავად იმისა, რომ ის ფართოდ იყენებს არტილერიასა და საჰაერო თავდასხმებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG