ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანჯელინა ჯოლიმ სირიელი ლტოლვილები მოინახულა


ანჯელინა ჯოლიმ სირიელი ლტოლვილები მოინახულა

გაეროს კეთილი ნების ელჩი ანჯელინა ჯოლი თურქეთში სირიელ ლტოლვილებს შეხვდა

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კეთილი ნების ელჩი ანჯელინა ჯოლი თურქეთის საზღვარზე ჩავიდა სირიელი ლტოლვილების მოსანახულებლად.

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში სახალხო მღელვარებით მოცული სირიიდან თურქეთში 9500 ადამიანი გადავიდა, რომლებიც თურქეთის წითელი ნახევარმთვარის დახმარებით ლტოლვილთა განკუთვნილ კარვებში ცხოვრობენ.

თურქეთის ხელისუფლების და გაეროს წარმომადგენლების თანხლებით ანჯელინა ჯოლი სირიის საზღვრიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარე ალთინოზუს ბანაკში ჩავიდა, რომელშიც 1700 ადამიანი ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG