ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საერთაშორისო ამნისტია"-მ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა


ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტია"-მ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ასახავს. ანგარიშში, რომელიც ოთხშაბათს საღამოს გამოქვეყნდა, მკაცრადაა გაკრიტიკებული გაეროს უშიშროების საბჭო.

ორგანიზაცია 2011 წელს მსოფლიო მღელვარების წლად მოიხსენიებს. რაც შეეხება დადებით მოვლენებს, ანგარიშში აღნიშნულია მილიონობით ადამინის ქუჩაში საპროტესტოდ გამოსვლა საკუთარი უფლებების დასაცავად. ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ხალხის ძალისხმევით მოხდა ისეთი მმართველების შეცვლა, რომლებმაც ათწლეულების მანძილზე მოსახლეობა ტერორში ამყოფეს, ნათქვამია ანგარიშში.

თუმცა "საერთაშორისო ამნისტია"-ს განცხადებით, ხალხის ძალისხმევა ხშირად არ ემთხვეოდა ძლიერი ქვეყნების ლიდერების ძალისხმევას. საერთაშორისო დონეზე მათი აქტივობა ანგარიშის მიხედვით არადამაკმაყოფილებლად შეფასდა.

XS
SM
MD
LG