ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტიის" ინფორმაციით, თურქეთის შეარაღებული ძალები და მათ მიერ მხარდაჭერილი სირიელი მებრძოლები ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში „მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს სამარცხვინოდ უგულველყოფენ“.
ორგანიზაციის თქმით, ადგილზე ადამიანის უფლებების „სერიოზულ დარღვევას და ომის დანაშაულებს“ აქვს ადგილი. მათ შორის „სიკვდილით დასჯის შემთხვევებს და არაკანონიერ თავდასხმებს, რომლის დროსაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და დაიჭრნენ“.
ანგარიში ეყრდნობა თვითმხილველთა ჩვენებებს. ორგანიზაციამ 17 ადამიანი გამოკითხა, მათ შორის სამედიცინო და დამხმარე პერსონალი, დევნილები, ჟურნალისტები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები.
„საერთაშორისო ამნისტია“ აცხადებს, რომ თურქეთი და სირიის შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც ანკარას ეხმარებიან, თავს ესხმიან ადგილობრივების სახლებს, საცხობებს და სკოლებს.
ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სირიის ეროვნულმა არმიამ სიკვდილით დასაჯა სირიელი ქურთი ქალი პოლიტიკოსი ჰერვინ ხალაფი.
Facebook Forum