ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ჯგუფის განცხადებით ავღანეთში იძულებით გადაადგილებულ მილიონ ნახევარ ადამიანს საცხოვრებელ ფართზე, საკვებსა და სკოლებზე ხელი არ მიუწვდებათ.
ლონდონში არსებული " საერთაშორისო ამნისტი" -ის თანახმად სიტუაცია ავღანეთში ჰუმანიტარული კუთხით და ადამიანის უფლებების დაცვის თავსაზრისით საგანგაშოა.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში იძულებით გადაადგილებული ადამიანები სპეციალურ ჩასახლებებში ცხოვრობენ სადაც არასათანადო სანიტარულ პირობებთან ერთად ჯანმრთელობისათვის სავალალო მდგომარეობაა. აღნიშნული პირობების გამო 28 ბავშვი უკვე გარდაიცვალა.