დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის წინააღმდეგ გამოსვლები გრძელდება. სხვადასხვა ჯგუფები ინაუგურაციის დღეს დემონსტრაციებს გეგმავენ. ამერიკაში გამოსვლები უნივერისტეტების ტერიტორიაზე და ტრამპის სასტუმროებთან იმართება. თუმცა, რამდენიმე დღის მანძილზე, დემონსტრაციებზე ხალხის რაოდენობამ იკლო.
აქციის მონაწილეებში პროტესტის მიზეზად ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას, მის მიდგომას კლიმატური ცვლილებებისადმი და უზენაეს სასამართლოში აბორტის მოწინააღმდეგე მოსამართლის დანიშვნის შესაძლებლობას ასახელებენ. დემონსტრაციებში მონაწილეობა ასობით და ათასობით ადამიანმა მიიღო ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, პორტლენდი, ფილადელფია, და სან-ფრანცისკო.
აქტივისტები და დემონსტრანტები იანვრისთვის ემზადებიან. ინაუგურაციის დღეს ვაშინგტონში ქალთა მარში იგეგმება, რომელშიც მონაწილეობასაც Facebook-ის მიხედვით 80,000 ადამიანი აპირებს.