ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული ავიახაზები კომპანიის თანამშრომელთა ვაქცინაციას გეგმავს


კოვიდ-19-ზე თანამშრომლების ვაქცინაციას კერძო კომპანიებიც იწყებენ. “ამერიკული ავიახაზები”ამბობს, რომ პილოტებს და ბორტგამცილებლებს აცრის.

აცრა ორგანიზაციის ხელმძღვანელების განცხადებით, სავალდებულო არ არის. პილოტებს შეუძლიათ ვაქცინის მიღებაზე ნებაყოფლობით, სასურველ დროს ჩაეწერონ. ეს დიდი აეროპორტების მიერ დაგეგმილი ვაქცინაციის ფართო პროგრამის ნაწილია, რომელშიც ამერიკის ბევრი აეროპორტი იღებს მონაწილეობას.

ამერიკული ავიახაზების ჩიკაგოში მომუშავე თანამშრომლებს უთხრეს, რომ ვაქცინა თებერვალში ექნებათ, ნიუ-იორკში კი - კიდევ უფრო ადრე. თანამშრომლებისადგმი გაგზავნილი ელექტრონული წერილი ამბობს, რომ ეს თითოეული მათგანის "პირადი" გადაწყვეტილება უნდა იყოს.

შეერთებული შტატების ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აცრის შემდეგ პილოტებმა და ბორტგამცილებლებმა 48 საათის მანძილზე არ უნდა იფრინონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG