ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან 50-მდე ბავშვი ბელარუსში გადაიყვანეს


ბელარუსის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ 48 ბავშვი უკრაინიდან სამშაბათს ბელარუსში, უკრაინის რეგიონებიდან ჩავიდა.

ბავშვების ჯგუფი ოკუპირებული დონეცკის, ლუჰანსკისა და ზაპორიჟიის რეგიონებიდან ჩავიდა. მათ შორის არიან ბავშვები ქალაქებიდან, რომლებიც რუსეთის არმიამ 2022 წლის ივლისში დაიპყრო. ეს რეგიონები მოსკოვის მიერ უკანონოდაა ანექსირებული გასული წლის დეკემბერის შემდეგ, მაგრამ რუსეთს არ აქვს სრული კონტროლი მათზე.

ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ბავშვები გამოსახულნი იყვნენ ბელარუსის წითელი და მწვანე სახელმწიფო დროშით ხელში. გავრცელებული ინფორმაციით, მათ მადლობა გადაუხადეს ბელარუსის ხელისუფლებას იმ დროს, როცა მათთან ერთად პოლიცია და სპეცრაზმი იმყოფებოდა.

უკრაინიდან ბავშვების გაყვანა ორგანიზებული იყო ბელარუსის საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ, რომელსაც მხარს უჭერს პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო.

„პრეზიდენტმა, გარე ზეწოლის მიუხედავად, თქვა, რომ ეს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პროექტი უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალექსეი ტალაიმ 'ბელტასთან" ინტერვიუში. ”ყველა ბელარუსს - თქვა მან, სურს დაეხმაროს ”ბავშვებს რუსეთის ახალ ტერიტორიებზე დანგრეული ქალაქებიდან”.

გაურკვეველია ბავშვები ობლები არიან, თუ მშობლების თანხმობის გარეშე მოხვდნენ ბელარუში. აქამდე ბელარუსის ხელისუფლება უარყოფდა, რომ ისინი რუსეთს უკრაინიდან ბავშვების გაყვანაში ეხმარებოდნენ.

XS
SM
MD
LG