ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ი ცდილობს თარხან ბათირაშვილის დაღუპვა დაადგინოს


აშშ-ის ხელისუფლება ცდილობს დაადგინოს დაიღუპა, თუ არა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთერთი ლიდერი-ომარ ალ-შიშანის გასულ კვირას.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა დააზუსტა, რომ საჰაერო თავდასხმა გასულ პარასკევს მართლაც განხორციელდა, მაგრამ თარხან ბათირაშვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ვერ დგინდება. მისი დაღუპვის შესახებ პირველად სი-ენ-ენმა გამოაცხადა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხუთი მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ((https://www.rewardsforjustice.net/english/tarkhan_batirashvili.html)) ალ-შიშანის შეპყრობისთვის და აღნიშნა, რომ იგი "ისლამური სახელმწიფოს" ფინანსურ უწებასთან აქტიურ კოორდინაციას ახდენდა.

უკანასკნელი ცნობა მოსდევს გასულ კვირას გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საჰაერო იერიშმა ქალაქ ალეპოსთან ამ ტერორისტული ჯგუფის წევრი-ამრ ალ-აბსი, იგივე აბუ ალ-ათირი იმსხვერპლა.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა "ამერიკის ხმას" განუცხადეს, რომ ისინი ალ-აბსის გარდაცვალებას ვერ ადასტურებენ, და ასეც რომ იყოს, ის საჰაერო იერიში აშშ-ს არ განუხორციელებია.

XS
SM
MD
LG