ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აეროპორტებში შემოწმების ახალი სისტემები ამუშავდა


აეროპორტებში შემოწმების ახალი სისტემები ამუშავდა
აეროპორტებში შემოწმების ახალი სისტემები ამუშავდა

მადლიერების ეროვნულ დღესასწაულზე ქვეყნის აეროპორტები მგზავრებით იყო სავსე. ისინი უკვე იძულებულნი იყვნენ ბევრ აეროპორტში დამონტაჟებული რენტგენის სისტემები გაევლოთ. ამ სკანერებით მთელი სხეულის გაშუქება ხდება, რაც ბევრისთვის მიუღებელია.

„მე ამას ვეწინააღმდეგები. მე ვფიქრობ, რომ მათ რაც არ უნდა გვითხრან ეს ტექნოლოგიები ცუდ მოპყრობას იწვევს“.

თუკი, მგზავრები სკანირებაზე უარს იტყვიან, მაშინ მათ ხელით შემოწმების გავლა მოუწევთ. მგზავრები ამ ზომითაც უკმაყოფილოები არიან.

საშინელებაა, როდესაც ხალხის თვალწინ შენს სხეულზე ხელებს აფათურებენ.

ხელით შემოწმების დროს მგზავრებს იგივე სქესის თანამშრომელი სინჯავს.თუმცა, ბევრისთვის ამგვარი შემოწმება აღშფოთების მიზეზი ხდება.

ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ პირველი ნოემბრიდან ამგვარი შემოწმება შეერთებულ შტატებში დაახლოებით 35-მა მილიონმა მგზავრმა გაიარა, ოფიციალური საჩივარი კი მხოლოდ 2 ათასი ადამიანისგანაა შესული. გამოკვლევების მიხედვით, მგზავრების ორი მესამედი ამ ზომებს ამართლებს, რადგან ეს ტერორისტულ შეტევებს ხელს შეუშლის.

„მე სამხედრო ვიყავი, ასე რომ 11 სექტემბრის ტერაქტები კარგად მახსოვს. ამიტომ მე მხარს ვუჭერ ყველა ზომას რაც უსაფრთხოებისკენ იქნება მიმართული,“

ამერიკაში რამდენიმე ტერორისტული აქტის ჩავარდნის შემდეგ ფედერალურმა ხელისუფლებამ უსაფრთხოების ახალ ზომებზე დაიწყო ფიქრი. 25 დეკემბერს ნიგერიელმა მამაკაცმა ასაფეთქებელი ნივთიერების ბორტზე შეტანა საცვლებით სცადა. ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის შეფი ჯონ პისტოლი ამბობს, რომ მათი უწყება უსაფრთხოების ნორმებსა და პრივატულობას შორის ბალანსის დაცვას ცდილობს.

„ჩვენ ვიცით რომ ეს საფრთხეები რეალურია და ჩვენ ამის დაძლევას ვცდილობთ. ჩვენ მგზავრების ხელით გასინჯვით და ამ სისტემების გამოყენებით ვცდილობთ ალ-ყაიდას და მისი მოკავშირეების იმ გეგმების ჩაშლას რომელიც ახალ თავდახმებს უკავშირდება“

მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი გააგრძელებენ უსაფრთხოების ახალი ზომების დამუშავებას და ცვლილებები შესაძლოა საჭიროებისამებრ იყოს განხორციელებული. მათი თქმით მთლიანი სხეულის შემოწმების სისტემები უკვე მომავალი წლის ბოლომდე 450 აეროპორტში განლაგდება.

XS
SM
MD
LG