ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავიახაზები ბელარუსისკენ მიგრანტთა ნაკადების შესაზღუდად ზომებს იღებენ


რამდენიმე ავიახაზმა განაცხადა, რომ თურქეთსა და მინსკს შორის ფრენებზე დროებითი შეზრუდვები დაწესდება, რათა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ევროკავშირისკენ მიმავალი მიგრანტების ნაკადი შემცირდეს. ბელარუსისა და ევროკავშირის საზღვრებთან ათასობით მიგრანტია შეკრებილი. დაბალი ტემპერატურის პირობებში, ჰუმანიტარული ჯგუფები ამბობენ, რომ შესაძლოა რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს.

ბელარუსის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი საავიაციო კომპანია "ბელავია", "თურქული ავიახაზები" და "ერაყის ავიახაზები" აცხადებენ, რომ ისინი მიგრანტთა ნაკადის სესაჩერებლად ზომებს მიიღებენ. დასავლეთში მინსკის ქმედებებს უკვე დიდი ხანია აკრიტიკებენ.

განსაკუთრებული ყურადღება ბოლო დროს სწორედ მიგრანტთა კრიზისზეა მიპყრობილი. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი ბელარუსის მმართველი რეჟიმის მიერაა ხელშეწყობილი, რათა სანქციებზე შურისძიების მიზნით, ლუკაშენკომ დასავლეთის ქვეყნებს დამატებითი პრობლემები შეუქმნას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG