ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს შიდსთან ბრძოლის დღეა


ჯანდაცვის მსიოფლიო ორგანიზაცია დღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს პაციენტებისთვის ანტირეტროვირუსული თერაპიის მნიშვნელობაზე, რომლის მეშვეობითაც 2030 წლამდე შიდსით 21 მილიონი ადამიანის სიკვდილის და 28 მილიონი ახალი შემთხვევის არიდებას პროგნოზირებს.

გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს მონაცემებით ამჟამად იმუნოდეფიციტის ვირუსით მსოფლიოში 16-დან 37 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას ტესტის გაკეთებისკენ მოუწოდებს, რათა ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში ადამიანებმა დროულად დაიწყონ მკურნალობის კურსი.

XS
SM
MD
LG