ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საერთაშორისო ამნისტია" მეარაყიშვილის და ქელეხსაევას დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს


თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

უფლებადამცველი ორგანიზაცია “საერთაშორისო ამნისტია” ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დევნა დამოუკიდებელი ჟურნალისტების თამარ მეარაყიშვილის და ირინა ქელეხსაევას მიმართ და დახუროს მათ წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლებრივი საქმეები.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხინვალის ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას ნებისმიერ ანგარიშსწორებაზე ამ ადამიანების ან მთავრობის სხვა კრიტიკოსების მიმართ, და ყველას უნდა მიეცეს აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება შევიწროების, მუქარისა და პირადი თავისუფლების შეზღუდვის შიშის გარეშე.

2017 წლის 16 აგვისტოს თამარ მეარაყიშვილი დააკავეს და ბრალად დასდეს სამხრეთ ოსეთში, მმართველი პარტიის ცილისწამება. მიზეზად იყო მოყვანილი მისი კომენტარები “ეხო კავკაზას” ჟურნალისტთან ინტერვიუში 2017 წლის 26 აპრილს, სადაც მეარაყიშვილი მმართველ გუნდში პოლიტიკური ფავორიტიზმისა და ჩაგვრის პრაქტიკის შესახებ საუბრობდა.

ირინა ქელეხსაევა ცხინვალში, "ეხო კავკაზას" ჟურნალისტია, რომელიც ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მსგომარეობას აშუქებს. წელს, თებერვალში, დე-ფაქტო ადმინისტრაციაში მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ცხინვალის დე-ფაქტო ადმინისტრაციის გენრალურმა პროკურორმა ქელეხსაევას მიმართ კრიმინალური დევნის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. “ბრალეულობის” დამტკიცების შემთხვევაში მას $6000-მდე ამერიკული დოლარის გადახდა დაეკისრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG