ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საერთაშორისო ამნისტია" აზერბაიჯანის მიერ კასეტური ბომბების გამოყენებას ადასტურებს


"საერთაშორისო ამნისტია" აცხადებს, რომ ორგანიზაციის "სამხედრო ექსპერტებმა დაადასტურეს აზერბაიჯანის არმიის მიერ მთიან ყარაბაღში, სტეფანაკერტის საცხოვრებელ უბნებში კასეტური ბომბების ჩამოგდება. კასეტური ბომბების გამოყენება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართის ნორმებს, რადგან ამ იარაღის გამოყენებისას რთულია სამოქალაქო და სამხედრო სამიზნეების ერთმანეთისგან გამორჩევა,"-ამბობენ ორგანიზაციაში.
ამასთან, "საერთაშორისო ამნისტია" ყველა მონაწილე მხარეს მოუწოდებს დაიცვას სამოქალაქო პირები. დამატებით, "საერთაშორისო ამნისტია" სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუხმობს შეუერთდნენ კასეტური ბომბების აკრძალვის შესახებ კონვენციას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG