ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკში, საქართველომ სენტ-კიტსსა და ნევისთან უვიზო მიმოსვლას მოაწერა ხელი


ბასტერი, სენტ-კიტსისა და ნევისის დედაქალაქი

გაეროში, საქართველოს, სენტ-კიტსისა და ნევისის მუდმივმა წარმომადგენლებმა, ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონია ნიუ-იორკში გაიმართა.

ხელმოწერის ცერემონია, ნიუ-იორკი.
ხელმოწერის ცერემონია, ნიუ-იორკი.

შეთანხმება „ორდინალური, დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის, ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლებას გულისხმობს. შეთანხმება ძალაში შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა. მისი ამოქმედების შემდეგ, სავიზო ვალდებულებისგან ორივე ქვეყნის მოქალაქეები გათავისუფლდებიან.

​სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაცია, კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და მისი მოსახლეობა დაახლოებით 55 ათასს შეადგენს. ქვეყნის მოწყობის სტილი საპარლამენტო დემოკრატია და კონსტიტუციური მონარქიაა.

სენტ-კიტსი და ნევისი
სენტ-კიტსი და ნევისი

ქვეყნის დედაქალაქი, აღმოსავლეთ კარიბის ტერიტორიაზე უძველესი ქალაქი ბასტერია. ქალაქის მოსახლეობა, გასული წლის მონაცემებით, 14 000 ადამიანია. ბასტერში მდებარეობს ქვეყნის უდიდესი ნავსადგური.​

Facebook Forum

XS
SM
MD
LG