ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში აფრიკელი მიგრანტების რაოდენობა გაორმაგდა


აფრიკელი იმიგრანტებისთვის შეერთებული შტატები უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება. 2000 წლიდან მოყოლებული აფრიკელი მიგრანტების რაოდენობა ქვეყანაში გაორმაგდა.

იმიგრანტთა დიდი ნაწილი ღარიბი ქვეყნებიდან ჩამოდის, თუმცა მათი უმრავლესობა კარგი განათლების მქონე პროფესიონალია.

პიუს კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, აფრიკიდან იმიგრირებული ადამიანების რაოდენობა 2015 წელს 2.1 მილიონი იყო, ეს მონაცემი 2000 წელს 900 000-ზე დაბალი იყო, 1970 წელს კი მხოლოდ 80 000.

„1980 წელს შეერთებულ შტატებში მიღებული მიგრანტების მხოლოდ ერთ პროცენტს შეადგენდნენ აფრიკიდან წამოსული ადამიანები, დღეს კი ისინი მიგრანტთა 37 პროცენტს შეადგენენ,“ ამბობს პიუს კვლევების ცენტრის მკვლევარი მონიკა ანდერსონი.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG