ავღანეთში მყოფი შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ავღანელ პატიმართა გათავისუფლების გამო. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 37 ტყვის გათავისუფლება ქვეყნის „უსაფრთხოებისთვის ლეგიტიმურ საშიშროებას“ წარმოადგენს და რომ ეს გადაწყვეტილება ავღანეთში კანონის უზენაესობის განმტკიცების საქმეში „მნიშვნელოვან უკანდახევას“ ნიშნავს.
ტყვეები იმ 88-კაციანი ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც ამერიკის კონტროლის ქვეშ მყოფი ბაგრამის საავიაციო ზონის ტერიტორიაზე მდებარე ციხეში იმყოფებოდნენ. ავღანეთის პრეზიდენტ -ჰამიდ კარზაის- განკარგულებით, იანვრის დასაწყისში მათი საქმეების გადახედვა დაიწყო. შემდეგ მისი ოფისის მიერ გავრცელდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დანაშაულის არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, 16 პატიმრის გარდა, დანარჩენები უნდა გათავისუფლებულიყვნენ. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, საქმეში საკმარისია სამხილები იმისთვის, რომ შემდგომი გამოძიება დაინიშნოს.