ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი ავღანეთში


აფეთქება უზენაესი სასამართლოს სიახლოვეს მოხდა

ავღანეთის პოლიციის განცხადებით, ქალაქ ქაბულში 14 ადამიანი დაიღუპა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად. ტერაქტი ავღანეთის უზენაესი სასამართლოს სიახლოვეს მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება იმ დროს განხორციელდა, როდესაც სასამართლოს თანამშრომლები შენობას ტოვებდნენ და სამსახურის ავტობუსში სხდებოდნენ. გავრცელებული ცნობით, აფეთქების შედეგად 39 ადამიანი დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა თალიბანმა აიღო.
XS
SM
MD
LG