ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩის“ განცხადებით, მოძალადე ქმრებისგან ან ძალდატანებითი ქორწინებიდან გაქცევის მცდელობისთვის ავღანეთის ციხეებში 400ზე მეტი ქალი რჩება.

ორგანიზაციის ახალი ანგარიშის თანახმად, ამ ქალებს ღალატისა და ე.წ. „მორალური დანაშაულისთვის“ სჯიან, თუმცა დაუსჯელი რჩებიან თავად მოძალადეები.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის კენეთ როთის განცხადებით ავღანეთის სასამართლო ხელისუფლება ქალთა დაპატიმრებებს შარიათის კანონის თავისებური ინტერპრეტაციით ხსნის.

როთის განცხადებით, ავღანეთის უზენაესმა სასამართლომ განკარგა, რომ ცოლ-ქმრული თანაცხოვრებიდან გაქცევის მცდელობა შარიათის კანონით ისჯება. თუმცა ამგვარ ინტერპრეტაციას აღნიშნული კანონებით ვერ აკეთებს ვერცერთი სხვა ქვეყანა, დასძინა „ჰუმან რაითს ვოჩის“ დირექტორმა.

XS
SM
MD
LG