ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ყანდაარის პროვინციაში ორი შეიარაღებული მამაკაცი მას შემდეგ მოკლა, რაც ტანზე ბომბ-დამაგრებულმა პირებმა საავადმყოფოში მყოფები მძევლად აიყვანეს.
შეიარაღებულ შეტაკებას ავღანეთის უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცერიც ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შეიარაღებული თავდამსხმელები საავადმყოფოში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას აუღია. არსებობს ეჭვები, რომ ამ თავდასხმის უკან ყანდაარის პროვინციაში დაფუძნებული ისლამისტური დაჯგუფება თალიბანი დგას.