წარუმატებელი ტერაქტი განხორციელდა ავღანეთში შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ. ბისმულა ხანზე თავდასხმა ფარვანის პროვინციაში მოხდ, რის შედეგადაც მისი დაცვის წევრი დაიღუპა. ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თავდამსხმელი მინისტრის კორტეჟს მიუახლოვდა. თავად მინისტრი ადგილზე არ იმყოფებოდა. ბოლო პერიოდში ავღანეთში მაღალი თანამდებობის პირებზე თავდასხმებმა იმატა. რამდენიმე თვის წინ ტერორისტების მსხვერპლი გახდა პრეზიდენტ კარზიას ძმა - ყანდაჰარის გუბერნატორი აჰმედ ვალი კარზაი.