ავღანეთის ოფიციალურ პირთა განცხადებით, დღეს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ტერორისტებმა პოლიციის საწრთვნელ ბაზაზე ტერორისტული თავდასხმა განახორციელეს.
შედეგად პაკტიას პროვინციის ორი ადგილობრივი პოლიციელი და ავღანეთის ეროვნული პოლიციის ერთი წარმომადგნელი დაიღუპა. დაიჭრა პოლიციის ორი თანამშრომელი.
თვითმხილველთ განცხადებით, ერთმა ტერორისტმა თავის აფეთქება მოახერხა, მეორე კი ბომბის ამოქმედებამდე პოლიციამ გაანადგურა.