ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის აღმოსავლეთში ბომბი აფეთქდა


ავღანეთის აღმოსავლეთში ბომბი აფეთქდა
ავღანეთის აღმოსავლეთში ბომბი აფეთქდა

ავღანეთის აღმოსავლეთში ბომბის აფეთქების შედეგად მიკროავტობუსში მყოფი სამი პოლიციელი დაიღუპა და 6 დაიჭრა.

ავტობუსი ჯალალაბადში მდებარე პოლიციის საწვრთნელ ბაზაზე მიემგზრებოდა.თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. ამასობაში ავღანეთის აღმოსავლეთში ნაღმზე აფეთქების შედეგად ნატოს კიდევ ერთი ჯრისკაცი დაიღუპა.

დასავლეთის კოალიციის განცხადების თანახმად ოთშაბათს კუნარის პროვინციაში რამდენიმე მეამბოხე მოკლეს. ერთ-ერთი ინციდენტის დროს მოკავშირეთა ძალებმა სახლის შესასვლელთან მდგარი ორი ქალი და ერთი მამაკაცი გამოასალმეს სიცოცხლეს, რომლებიც მათ პარტიზანებად მიიჩნიეს.

XS
SM
MD
LG