ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ყურანის დაწვამ ავაღნეთში არეულობა გამოიწვია


აშშ-ში ყურანის დაწვამ ავაღნეთში არეულობა გამოიწვია
აშშ-ში ყურანის დაწვამ ავაღნეთში არეულობა გამოიწვია

ავღანეთში მესამე დღეა გრძელდება სისხლიანი საპროტესტო გამოსვლები შეერთებულ შტატებში ყურანის დაწვის გამო.

დღეს ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო დემონსტრაციაზე ყანდაარის და ჯალალაბადის ქუჩებში. შაბათს სულ ცოტა 10 ადამიანი დაიღუპა და 83 დაიჭრა, უშიშროების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების დროს, რომლებიც ქუჩაში მდგარ ავტომანქანებს და მიმდებარე შენობებს ცეცხლს უკიდებდნენ.

პარასკევს გააფთრებულმა ბრბომ შტურმით აიღო გაეროს შტაბ-ბინა ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მაზარი-შარიფში და 7 უცხოელი გამოასალმა სიცოცხლეს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დაგმო ყურანის დაწვის ფაქტი, რასაც უაზრო ფანატიზმი უწოდა, მაგრამ ამავე დროს მან აღშფოთება გამოხატა უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის გამო ავღანეთში.

XS
SM
MD
LG