ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამიდ კარზაი გმობს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას


ჰამიდ კარზაი გმობს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სარდლობამ ავღანეთში ღრმა მწუხარება გამოხატა რვა ავღანელი ბავშვის დაღუპვის გამო, რომლებიც კაპისას პროვიციაში ნატოს საჰაერო დაბომბვას შეეწირნენ.

ბრიგადის გენერლის ლუის ბონეს განცხადებით ნატოს ბომბდამშენმა ორი ბომბი ჩამოაგდო საეჭვო შეიარაღებული დაჯგუფების განადგურების მიზნით, რომელიც ამ რაიონში მყოფ ნატოს სამხედროებს უქმნიდა საფრთხეს.

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაგმო ეს თავდასხმა და ამერიკელ და ნატოს სამხედროებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საომარი ოპრეციების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ადგილობრივი ხელისუფლებს განცხადებით დაღუპულები ექვსიდან თოთხმეტ წლამდე ბიჭები არიან. ერთი მათგანი კი სულიერად დაავადებული 18 წლის ყმაწვილი აღმოჩნდა.

გაეროს მონაცემებით ავღანეთში 2011 წლის განმავლობაში 3000-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG