ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის ომში დაღუპულ ბავშვთა რაოდენობა დიდია


გაეროს ახალი ანგარიშის მიხედვით, ავღანეთის ომში ბავშვთა შორის მსხვერლპლის რაოდენობა იზრდება. გენერალური მდივნის, ბან კი მუნის თქმით, ქვეყანაში ყოველდღე საშუალოდ 5 ბავშვი იღუპება ან იჭრება.

2010 წელს დაღუპულ ბავშვთა რიცხვი 1400-ს შეადგენდა, 2011 წლის მონაცემებით კი გარდაცვლილ მცირეწლოვანთა რაოდენობა 1700-ს აღწევს. თალიბები 18 წლის ასაკამდე ბავშვებს ფრონტის წინა ხაზზე თვითმკვლელ ტერორისტებად, გზებზე ნაღმების დასადებად, თუ საბრძოლო ტექნიკის გადამზიდავებად იყენებენ.

გაეროს ბავშვთა ფონდის, იუნისეფის, წარმომადგენელი ავღანეთში, ვიდია განეში, აცხადებს, რომ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები ყოვლად დაუშვებელი და თანამედროვე საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელია. იუნისეფი კონფლიქტის ყველა მონაწილეს 18 წლამდე ასაკის ბავშვების დაცვის და გაფრთხილებისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG