ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი ავღანეთში


ტერაქტი ავღანეთში
ტერაქტი ავღანეთში

პოლიციის განცხადებით ჰელმანდის სამხრეთ პროვინციაში ხალხმრავალ ბაზარში ბომბი აფეთქდა. კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა ურუზგანის პროვინციაში გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ავსტრალიელი ჯარისკაცი დაიღუპა. ავსტრალიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აფეთქების შედეგად კიდევ ერთი ნატოს ჯარისკაცი დაიჭრა, რომელიც არ იყო ავსტრალიელი. მისი ეროვნება მოგვიანებით გახდება ცნობილი. 2001 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც ავღანეთში საერთაშორისო ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო, 21 ავსტრალიელია დაღუპული. ავღანეთში ამჟამად 1500 ავსტრალიელი სამხედრო იმყოფება.

XS
SM
MD
LG