ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის უსაფრთხოების ძალები „შემაშფოთებლად დიდ“ დანაკარგებს განიცდის, თალიბანი კი მეტ ტერიტორიას იპყრობს.

დღეს, შეერთებული შტატების სააგენტოებმა განაცხადეს, რომ თალიბანის მიერ წარმართულმა მეამბოხე მოძრაობამ, სამთავრობო ძალების „შემაშფოთებლად დიდი“ დანაკარგები გამოიწვია და საკუთარ კონტროლქვეშ ან გავლენის სფეროში მეტი ტერიტორია მიიღო.

ავღანეთის რეკონსტრუქციის საგანგებო მთავარი რევიზორის კვარტალური შეფასება ეხმაურება ქალაქ მაზარ-ი-შარიფში, დიდ სამხედრო ბაზაზე თალიბანის 19 აპრილის თავდასხმას. თავდასხმის დროს 140 ავღანელი ჯარისკაცი მოკლეს, დამოუკიდებელი წყაროების თანახმად კი, დანაკარგი ბევრად უფრო მეტი იყო.

რევიზორის შეფასება თალიბანის ყოველწლიურ ე.წ. „საგაზაფხულო შეტევას“ დაემთხვა. მეამბოხე დაჯგუფებამ კვირის ბოლოს ჩრდილო-აღმოსავლეთის კიდევ ერთი რაიონი დაიპყრო და ქვეყანაში სხვებსაც ემუქრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG