ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთმა გასამხედროებული ძალების გეგმა გამოაქვეყნა


ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ ახალი გასამხედროებული ძალების შექმნის შესახებ ინფორმაცია გაოაქვეყნა. ამ დანაყოფში, დაახლოებით, 36 ათასი ადამიანი იქნება გაერთიანებული და ქვეყნის იმ რეგიონებზე იქნება მიმაგრებული, რომლებიც სამხედრო ოპერაციების შედეგად თალიბანისგან გაიწმინდა.

ეს გადაწყვეტილება იმ ბრალდებების მიუხედავად იქნა მიღებული, რომლებიც ავღანეთის ადგილობრივი პოლიციის მიმართ ხშირად ისმის. კერძოდ კი ის, რომ ისინი ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევენ.

ავღანეთის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ახალი დანაყოფი შემდეგნაირად დაკომპლელქტდება - 7 500 წევრი ავღანეთის ეროვნული არმიიდან გადავა, დანარჩენი შტატი კი რეგიონებიდან შეივსება და ადამიანებს საკუთარ რეგიონში დარჩენისა და მისი დაცვის საშუალება მიეცემათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG