ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის ციხიდან 400-ზე მეტი პატიმარი გაიქცა


ავღანეთის ციხიდან 400-ზე მეტი პატიმარი გაიქცა

ავღანეთის ოფიციალური პირების ცნობით, ყანდაარის პროვინციაში მდებარე ციხიდან 400ზე მეტი პატიმარი გაიქცა. პატიმრებმა გაქცევა მიწისქვეშა გვირაბის მეშვეობით შეძლეს.

თალიბანის განცხადებით, მეამბოხეებმა 320 მეტრიანი გვირაბის გათხრას ხუთი თვე მოანდომეს. გვირაბის მშენებლობა კვირას გვიან ღამით დასრულდა და პატიმრების გაქცევაც დაუყოვნებლივ დაიწყო.

ავღანეთის პრეზიდერნტის წარმომადგენლის ვაჰიდ ომარის განცხადებით:

„ეს მნიშვნელოვანი დარტყმაა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო. ამ ეტაპზე მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ შევაფასოთ ის, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ ზიანის კომპენსირება, რომლეიც ყანდაარის ციხიდან გაქცევამ მოგვიტანა.“

2008 წელს იმავე ციხიდან ასობით პატიმარი გაიქცა. მაშინ თალიბმა მეამბოხეებმა ციხის მთავარი კარები ააფეთქეს და პატიმრებს გაქცევის საშუალება მისცეს.

XS
SM
MD
LG