ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა ნატოს ავტოკოლონაზე


თავდასხმის შედეგად დაღუპულია ავტომობილის მძღოლი და დაჭრილია მისი თანმხლები პირი

უცნობმა პირმა პარასკევს ცეცხლი გაუხსნა ნატოს ავტოკოლონას, რომელსაც ტვირთი გადაჰქონდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი და დაჭრილია მისი თანმხლები პირი.

ოფიციალური პირების განცხადებით, იერიში ხიბერის რეგიონის ერთ-ერთ დიდ ქალაქში განხორციელდა. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ცეცხლი ბოროტმოქმედმა ახლომდებარე მთებიდან გახსნეს, როდესაც ავტოკოლონამ გადაკვეთა პაკისტან-ავღანეთის საზღვარი. კოლონა საპორტო ქალაქ ყარაჩისკენ მიემართებოდა.
XS
SM
MD
LG