ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განახორციელეს.


ავღანეთში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განახორციელეს.
ავღანეთში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განახორციელეს.

ნატო აცხადებს, რომ დღეს თალიბებმა თავდასხმა განახორციელეს ავღანეთში მდებარე ბაგრამის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ამერიკელი სამოქალაქო პირი, ხოლო დაჭრილია ცხრა სამხედრო. ამ ინფორმაციის თანახმად, შეტაკებისას გაანადგურეს ათი თალიბი მებრძოლი. თავდასხმა დილით ადრე მოხდა. თალიბების ნაწილს შაჰიდების ქამრები ჰქონდა შემორტყმული. თავდამსხმელებმა შეტევისას რაკეტები, ხელყუმბარები და ავტომატური იარაღი გამოიყენეს. ბაგრამის სახმედრო საჰაერო ბაზის პრეს-მდივანი მაიორი ვირჯინია მაკკაბი აცხადებს, რომ თალიბებმა თავად ბაზის ტერიტორიაზე შეღწევა ვერ შეძლეს:

„დღეს დილით ბაგრამის საჰაერო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმისას გაანადგურეს რამდენიმე თალიბი. თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღი, რაკეტები, ნაღმტყორცნები და ხელყუმბარები გამოიყენეს, მაგრამ ჩვენმა ჯარისკაცემბა გამოპასუხება არ დააყოვნეს“. განუცხადა ამერიკის ხმის კორესპონდენტს მაიორმა.

XS
SM
MD
LG