ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ქორწილში მიმავალ 19 ადამიანს კლავს


ავღანეთის ბალხის პროვინციაში ავტობუსის აფეთქების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. დაღუპულთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან

ჩრდილოეთ ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად ქორწილში მიმავალი 19 ადამიანი დაიღუპა. აფეთქების წყარო გზის პირზე დამონტაჟებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. ინციდენტის შედეგად, ასევე, დაშავდა 18 ადამიანი.

პოლიციის განცხადებით, მგზავრების უმრავლესობა ქალები და ბავშვები იყვნენ. დაშავებულები ბალხის პროვინციის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ თავდასხმა მკაცრად დაგმო.
XS
SM
MD
LG