ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბების მორიგი შეტევა


თალიბების მორიგი შეტევა
თალიბების მორიგი შეტევა

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, პარტიზანებმა ქაბულის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს, მაშინ როდესაც ავღანელთა ეროვნული ყრილობის წევრები ამერიკასთან მომავალ ურთიერთობაზე მსჯელობდნენ.

ერთ-ერთი რაკეტა ყრილობის ადგილიდან ერთი კილომეტრის დაშორებით აფეთქდა. დაიჭრა ერთი ადამიანი. მეორე რაკეტა კი ბაზარში ჩამოვარდა.

პოლიციამ ამ საქმესთან დაკავშირებით ერთი ეჭვმიტანილი დააპატიმრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს.

ავღანელთა დიდ ყრილობაზე, რომელსაც ლოია ჯირგას უწოდებენ 2000-ზე მეტი დელეგატია მიწვეული. მათ შორის არიან ტომთა ბელადები, ავღანელი პოლიტიკოსები და სხვადასხვა თემების ლიდერები.

XS
SM
MD
LG