ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბებმა შვეულმფრენის მგზავრები გაიტაცეს



ოფიციალური პირების ცნობით, ავღანეთის აღმოსავლეთში თალიბებმა შვეულმფრენის ბორტზე სულ ცოტა 9 მშვიდობიანი პირი შეიპყრეს, მას შემდეგ რაც მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შფეულმფრენმა საავარიო დაშვება განახორციელა.

უამინდობის პირობებში სამოქალაქო შვეულმფრენი ლოგარის პროვინციაში, პაკისტანის საზღვრიდან ოცდაათ კილომეტრში დაეშვა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს რომ ცხრა გატაცებულიდან რვა პირი თურქია.

შვეულმფრენი ავღანეთის ხოსტის პროვინციიდან დედაქალაქ ქაბულში მიფრინავდა.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სედიქ სედიქიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ შვეულმფრენი ჩარტერულ რეისს კერძო კომპანიის დაკვეთით ასრულებდა. დამატებითი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით მათ არ მოეპოვებათ, და რომ სავარაუდოდ დეტალები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

მეამბოხეების მიერ შეპყრობილ მოქალაქეებს შორის არის სულ მცირე ერთი ავღანელი და ასევე რუსი.
XS
SM
MD
LG