ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიწისძვრა ავღანეთში


ბიძგები დედაქალაქ ქაბულში, ისლამაბადსა და დელიშიც იგრძნობოდა

ავღანეთში ოთხშაბათს მიწისძვრა მოხდა. მისი ბიძგები დედაქალაქ ქაბულში, ისლამაბადსა და დელიშიც იგრძნობოდა.
ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით მიწისძვრის სიმძლავრე რიხტერის შკალით 5.7 ბალი იყო და ის დედამიწის ზედაპირიდან 65 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ჯალალაბადთან ახლოს იყო. პაკისტანის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 6.2 ბალი იყო.
მიწისძვრის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი. დაახლოებით 35 ადამიანი ჯალალაბადის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
XS
SM
MD
LG